ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან კობიაშვილთან ერთად გარდაბანში საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბანში, ევროპული სტანდარტების მქონე სტადიონის სამშენებლო სამუშაოები ლევან კობიაშვილთან ერთად მოინახულა.

გარდაბნის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

„ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მომავალი წარმატებული სპორტსმენების აღზრდას როგორც მუნიციპალიტეტის, ისე რეგიონის მასშტაბით“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

გარდაბნის მერიის ინფორმაციით, 650 მაყურებელზე გათვლილი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში აქტიურად მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მქონე გასახდელი, 650 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა, თანამედროვე განათების სისტემა, საპარკინგე სივრცე, სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, მოეწყობა მოედნის საძირკველი, დაიგება საფარი, სტადიონი სრულად იქნება უზრუნველყოფილი საჭირო ინვენტარით.

პროექტი მასშტაბურია და სტადიონის რეაბილიტაციის სრული ღირებულება 3 500 000 ლარია. ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის 2 ივნისს დაიწყო და 2023 წლის თებერვალში დასრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო