გრიგოლ გეგელია იუსტიციის საბჭოში მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევაზე - „ქართულ ოცნებას“ არ სურს  საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს, ეს არის გამიზნული, კარგად დაგეგმილი საბოტაჟი

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, “მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია უახლოეს ისტორიაში პოლიტპატიმრობის ყველაზე მკაფიო შემთხვევაა.

მისი თქმით, იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში იყო, გვარამიას დაპატიმრება ნონსენსი იყო.

„ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია. თუ კი იმავეს განვავრცობთ ბევრ ადამიანს პატიმრობა ემუქრება პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ლიდერებს და მთელ იერარქიას, რომლებიც სახელმწიფო რესურსებს ვიცით, როგორ იყენებენ.

„ქართული ოცნების“ პირობებში თუ რამეს უნდა ველოდოთ, გვარამიას ე.წ. სასამართლო არ გაათავისუფლებს, რადგან ავტოკრატიის ლოგიკაში არ არის, რომ გაათავისუფლო ისეთი პირი, რომელიც შენს წინააღმდეგ არის. ნიკა გვარამია დაიჭირეს ისეთ დროს, როდესაც არ უნდა დაეჭირათ. დასაჭერიც, რომ ყოფილიყო იმ კონკრეტულ ორ კვირაში ამის გაკეთება არის სრული ნონსენსი. რა თქმა უნდა, „ქართულმა ოცნება“ ეს ძალიან კარგად იცის, ეს გააკეთა მიზანმიმართულად. გარდა იმისა, რომ აბსურდული მუხლით დაიჭირეს, კალენდარი, რომელიც შეარჩიეს, მიზანმიმართულად გათვლილი იყო იმაზე, რომ საქართველოს დაეკარგა კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა გეგელიამ.

მან ასევე ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დანიშვნაზე და აღნიშნა, რომ მთავრობამ ნაცვლად რეფორმების გატარებისა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნა მურუსიძე და გვრიტიშვილი, რაც მისი შეფასებით საბოტაჟია.

„„ქართულ ოცნებას“ არ სურს საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს. ეს არის გამიზნული, კარგად დაგეგმილი საბოტაჟი. ადრე თუ ჩვენი ვერსიები, ინტერპრეტაციები და მოლოდინი იყო, ახლა უკვე ფაქტია, რომ მთავრობა აკეთებს იმის საპირისპიროს, რაც ხალხის არჩევანია.

რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებას უნდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ოღონდ ეს უნდა არა იმიტომ რომ ევროკავშირი უნდა რამე ფორმით, ევროკავშირი არცერთი ფორმით არ უნდა. კანდიდატის სტატუსი უნდა ელექტორალური მიზნებისთვის და შემდეგ არჩევნებში სცადოს ამით გამარჯვება. ევროკავშირი იმ ნორმებით და იდეალებით, რაც მას გააჩნია „ქართულ ოცნებას“ ვერ ენდომება. ბიძინა ივანიშვილს უნდა ნეპოტიზმი, კორუფცია და რუსული მოდელით მართვა“, - განაცხადა გეგელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო