გია ვოლსკი - საკითხების წრე არ არსებობს, რაზეც შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა თუნდაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს - თავშეკავება მართებს პრეზიდენტს

საკითხების წრე არ არსებობს, რომელზეც შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა, თუნდაც, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს, საქმეების, საკითხების, შეთანხმების თემა წამოწიოს, როდესაც მისთვის ეს კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული - თავშეკავება მართებს პრეზიდენტს ასეთ შემთხვევაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტისთვის აზერბაიჯანის პირველი პირის ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ ცნობილი არ იყო.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სწორი კითხვაა: „იმის გამო ხომ არ ისჯება სალომე ზურაბიშვილი, რომ თავის საკონსტიტუციო უფლებებს გადააჭარბა“, რადგან, მისი განმარტებით, პრეზიდენტმა უფლებამოსილებას ბევრჯერ გადააჭარბა.

„ჩვენი კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაური პრემიერ-მინისტრია და აზერბაიჯანის კონსტიტუციით - პრეზიდენტი. ჩადიან გერმანიაშიც სახელმწიფოს ხელმძღვანელები და ხვდებიან კანცლერს, არ ხვდებიან შტაინმაიერს, პრეზიდენტს, და ამაზე არ ტყდება ამბავი. იმიტომ, რომ თემებია ისეთი, რომლებიც პირდაპირ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ არის გათვალისწინებული და საკმაოდ კარგად იცის ეს პრეზიდენტმა.

არ არის აუცილებლობა პროტოკოლში გათვალისწინებული - სტუმრები ჩამოდიან, რომელი კონფესიისაც არ უნდა იყვნენ, პატრიარქსაც ხვდებიან, მაგრამ ამის შესაძლებლობა ამ ჯერზე არ იყო და მე არ მგონია, რომ გერმანიის პრეზიდენტი გამოვიდეს და როდესაც სახელმწიფოში ვიზიტია, რომელიმე ქვეყნის მეთაურის, მასთან არ შეხვედრის გამო დიდი ემოცია გამოხატოს.

ბევრი საკითხებია ისეთი, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უადგილო პრეტენზია გამოაცხადა. მე ვერ ვხედავ ამ თემაზე ამდენი ლაპარაკის აუცილებლობას, მე ვიცი, რომ საგანგებო მნიშვნელობის საკითხები ჰქონდა [აზერბაიჯანის პრეზიდენტს] და არ მგონია, რომ ამ ვიზიტის თემა უნდა გადაიფაროს იმით, შეხვდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც არ აქვს კონსტიტუციით ის უფლებამოსილებები, ის ვალდებულებები, რომ მაინც და მაინც ეს შეხვედრა შემდგარიყო, მით უმეტეს დროშიც შეზღუდული იყო საკმაოდ. იმის გამო ხომ არ ისჯება, რომ თავის საკონსტიტუციო უფლებებს გადააჭარბა?! -სწორი შეკითხვაა, მაგის გამო ხომ არ ისჯება ?? სიტყვა „ისჯება“ არ არის სწორი, თორემ ისე ბევრჯერ გადააჭარბა თავის საკონსტიტუციო ურთიერთობებს და ამის გამო მე ან ნებისმიერ ჩემს კოლეგას არ აუტეხავს ერთი ამბავი და ქარიშხალი და ემოციის დიდი ხარჯვა არ მომხდარა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, საერთაშორისო მეგობრების თვალში უხერხულობას ხომ არ ქმნის ამგვარი ურთიერთობები პრეზიდენტსა და სხვა სახელისუფლებო შტოებს შორის, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად ქმნის უხერხულობას.

„რასაკვირველია უხერხულობას ქმნის და სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ამ უხერხულობის შექმნის მიმართებით... ცალკე მოწვევა რა არის? საერთოდ, რომ იწვევ პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, რასაკვირველია, იქ საკითხების წრესაც განსაზღვრავ და საკითხების წრე არ არსებობს, რომელზეც შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა, თუნდაც, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს, საქმეების, საკითხების, შეთანხმების თემა წამოწიოს, როდესაც მისთვის ეს კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული. თავშეკავება მართებს პრეზიდენტს ასეთ შემთხვევაში და აბსოლუტურად არ იყო საჭირო ამ თემაზე ამბის ატეხა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა