შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები შესრულდება, ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირმა შეძლებისდაგვარად სწრაფად მისცეს ამ პროცესს შეფასება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება

დღეს გვქონდა შეხვედრები მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, ევროპარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენი საუბარი უპირველეს ყოვლისა შეეხებოდა სოლიდარობას უკრაინის მიმართ და ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში იღებს მონაწილეობას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ორმხრივი შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან არის კარგი შესაძლებლობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების. მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას და პროგრესს ამ მიმართულებით.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ვილაპარაკოთ ორმხრივ ურთიერთობებზე სხვადასხვა ქვეყანასთან და მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე. ევროპარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა საუბარი, თუ როგორია პროგრესი 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების კუთხით. კოლეგებს ვუზიარებთ ჩვენს მოლოდინს, რომ მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები შესრულდება, ევროკავშირმა შეძლებისდაგვარად სწრაფად მისცეს ამ პროცესს შეფასება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო