გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ანა აბაშიძემ გერმანიის ყოფილი ელჩის განცხადება საკმაოდ ნეგატიურად შეაფასა

„ხალხის ძალის“ დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა ანა აბაშიძემ პარლამენტში,ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გერმანიის ყოფილი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის “განცხადება თუ დამოკიდებულება“ საკმაოდ ნეგატიურად შეაფასა.

როგორც პარლამენტის წევრმა აღნიშნა, ის შინაარსში არ შედის, მაგრამ აინტერესებს გერმანიის ყოფილი ელჩის მიმართ ანა აბაშიძის ეს დამოკიდებულება ვინმემ რომ თავდასხმად შეაფასოს დაეთანხმება თუ არა პირადად ამას და იგივე დამოკიდებულება გერმანიის ყოფილი ელჩის მიმართ რამდენად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფორმატში.

აღნიშნულ შეკითხვაზე ანა აბაშიძემ განაცხადა, რომ გერმანიის ყოფილი ელჩის გამოხატვის ფორმა იყო გამოხატვის ფორმა, დიპლომატს ამის უფლება ჰქონდა, თუმცა ეს იყო არაეთიკური.

„მას [გერმანიის ყოფილ ელჩს] ამის უფლება ჰქონდა, თუმცა იყო არაეთიკური და ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ იყო ასევე გამოხატვის ფარგლებში ნათქვამი კრიტიკა, მათ შორის ისიც რომ არაეთიკურია. ასე, რომ ეს სიკეთე, რომელიც ახლავს თავისუფალ სიტყვას არის მთავარი და არა ის, ჩვენ როგორ ვაფასებთ ერთმანეთს“, - განაცხადა აბაშიძემ.

ამასთან, მაჭარაშვილმა კიდევ ერთ ელჩზე ისაუბრა. მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანზე გაკეთებული არაერთი განცხადება თავდასხმად შეფასდა. დეპუტატი დაინტერესდა ამ შემთხვევაში სახალხო დამცველობის კანდიდატი როგორ ფიქრობს, ჯდებდა თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლების ფორმატში და იყო თუ არა „ხალხის ძალის“ განცხადებები აშშ-ის ელჩზე თავდასხმა.

აღნიშნულზე აბაშიძემ დასძინა, რომ მას „ხალხის ძალის“ გამოსვლები დეტალურად არ უნახავს, თუმცა მათი იდეა იცის.

„მე თუ მეკითხებით, მე მხარს ვუჭერ გამოხატვის თავისუფლების იმ მოდელს, რომელიც ადამიანებს არ უკრძალავს აზრის გამოხატვას, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა არის რეალური საფრთხე“, - დასძინა აბაშიძემ.

სახალხო დამცველობის კანდიდატის განცხადებითვე, მაჭარაშვილი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდა, როცა ის აშშ-ის ელჩზე განცხადებებს აკეთებდა.

„თავდასხმა არ ვიცი, ეს მკაცრი სიტყვაა, სამართლებრივად თუ მეკითხებით, მაშინ დანაშაულს გედავებიან. მე უფრო ასეთ მიმართვებს შევაფასებდი როგორც ნაკლებად პარტნიორობაზე ორიენტირებულს და ჩვენი კარგი მეგობრის უსაფუძვლო საყვედურად. თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ ვისაც გინდათ, როგორც გნებავთ“, - დასძინა აბაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა, ანა აბაშიძემ პარლამენტში დღეს გამოსვლისას განაცხადა, რომ არანაირი ავტორიტეტი არ არის არავინ, მათ შორის არც გერმანიის ყოფილი ელჩი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით მისი პერსონალური მიმოწერა გაასაჯაროვა და დადო "ფეისბუქ" გვერდზე. „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი დაინტერესდა, თუ რას გულისხმობდა საქართველოში გერმანიის ყოფილი ელჩი, ჰუბერტ ქნირში, რომელმაც განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის, ანა აბაშიძე „ამ დონემდე დაეშვნენ“, როდესაც მათ 2020 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობის მიერ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძის წარდგენა გააკრიტიკეს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ