მარნეულის მერია - საფინანსო საბიუჯეტო სამსახურმა ელექტრონული პროგრამის დანერგვისთვის ჯილდო მიიღო

მარნეულის მერი კენან ომაროვი 21-23 ოქტომბერს, კაჭრეთში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის XIII ყოველწლიურ ყრილობას, სახელწოდებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ დაესწრო. ინფორმაციას მარნეულის მერია ასრულებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ორგანიზება გაუწია, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ (სათეფა) და სოლიდარობის ფონდ PL-ის (SFPL) ფილიალმა საქართველოში.

„ყრილობის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურმა მიიღო ჯილდო, ქონების მართვის ელექტრონული პროგრამის „eproperty“ დანერგვისა და აქტიური გამოყენებისთვის.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე აშშ-ის, კანადის და ისრაელის ფინანსისტთა ასოციაციების წარმომადგენლებმა“, - აღნიშნულია მარნეულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა