ვლადიმერ ხუჭუა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბადრი ნეპარიშვილის ბრალდებებს პასუხობს

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ თანამდებობაზე გაამწესებს, მაშინ საბჭომ უნდა გადახედოს საკითხს - შეძლებს თუ არა ის მუშაობას ბადრი ნეპარიშვილთან, რომელიც ამავე სასამართლოს მოსამართლეა და ერთმანეთთან უთანხმოება აქვთ.

სხდომაზე ხუჭუამ ნეპარიშვილის ბრალდებებს უპასუხა, ასევე განაცხადა, რომ ის პატივს სცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევანს, მაგრამ თუ არ მოხდება თავმჯდომარედ მისი არჩევა თეთრიწყაროში, არ გამორიცხავს, რომ საერთოდ უარი თქვას სასამართლო სისტემაზე.

“დაახლოებით სამი თვის წინ შემოდის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც იყო სხდომის მდივანი და მუშაობდა ბადრი ნეპარიშვილთან, მეუბნება, რომ უნდა წავიდე სამსახურიდანო. ვკითხე მიზეზი, რადგანაც კადრები გვიჭირს და ხელით ვამაგრებ. მიზეზად მითხრა, ვერ ვიმუშავებ ამ მოსამართლესთანო. არადა სხვა შტატი არ არსებობს. ერთი საათი ვთხოვდი, რომ არ წასულიყო. ვუთხარი, რომ მაშინ მოდი, იმუშავე სხდომის მდივნად ცოტა ხანი მაინც და მერე რაღაცას გამოვნახავ-მეთქი. არ მინდოდა ეს კადრი დამეკარგა. ამის მერე რამდენიმე ხანი იმუშავა. ახლა კი, საგრანტო პროგრამით უცხოეთში წავიდა. დარწმუნებული ვარ, თეთრიწყაროს სასამართლოსთვის შედეგიანიც იყო ეს კადრი და ძალიან სასარგებლოც. ამ ფაქტების მერე რომ ეს ადამიანი (ბადრი ნეპარიშვილი) ჩემთან პრეტენზიას აცხადებს, წარმოუდგენელია, ჩემთვის ეს სირცხვილია. სასამართლოში რომ ასეთი რამ ხდება, ტრაგედიაა, მაგრამ სამწუხაროდ, ხდება. ჩემი აზრით, ეს ყველას პასუხისმგებლობაა. ასე არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემს აზრებს არ ვამბობ, თორემ აზრები რომ ვთქვა, შეიძლება სამოსამართლო ეთიკის დარღვევაც გამომივიდეს და ფიზიკურად, როგორც ადამიანმა არ მინდა ვთქვა, რასაც იმსახურებს ის (ბადრი ნეპარიშვილი).

თუ ჩემზე შეაჩერებთ კანდიდატურას, მაშინ უნდა დავფიქრდეთ, ჩვენი ერთად მუშაობა შესაძლებელია თუ არა საერთოდ და ამ გარემოში ხომ არ ზიანდება მოქალაქეთა უფლებები. მოქალაქეს არ აინტერესებს სასამართლოს შიგნით, ვის რა დამოკიდებულება აქვს, მოსამართლეს სჭირდება დამშვიდებული სამუშაო გარემო”,- განაცხადა ხუჭუამ.

ხუჭუას განმარტებით, ნეპარიშვილის პრეტენზიებიდან გამომდინარე მასთან კომუნიკაცია რთულია.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ ხუჭუამ, რომელიც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეა და ბადრი ნეპარიშვილმა, რომელიც ამავე სასამართლოს მოსამართლეა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თეთრიწყაროს სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილით მიმართა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო