ანა წითლიძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატებს, რომლებსაც მოვუსმინეთ, „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს - ხელისუფლებას სჭირდება ისეთი პირი, რომლის კონტროლსაც შეძლებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანი წითლიძის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ ომბუდსმენობის კანდიდატებს, რომლებსაც დღეს პარლამენტში მოუსმინეს, „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს.

წითლიძის თქმით, ხელისუფლებას სჭირდება აღნიშნულ თანამდებობაზე პირი, რომლის კონტროლსაც შეძლებს.

როგორც წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ის შეცდომა, რაც ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით დაუშავა.

„ისტორიული პროცესია, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი სახალხო დამცველის არჩევა. აღნიშნულს ემატება ის ფაქტორი, რომ ეს არის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი მოთხოვნა. მე მქონდა მოლოდინი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ამ კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმება იქნებოდა. დღევანდელი განხილვის შემდეგ, არ მაქვს მოლოდინი, რომ იმ კანდიდატებს, რომლებსაც დღეს მოვუსმინეთ, „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს. „ქართული ოცნება“ ამას არ უყურებს , როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხს. არ უნდა დაუშვას ის შეცდომა, რაც დაუშვა ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით. მას სჭირდება ისეთი პირი, რომლის კონტროლს შეძლებს. „ქართული ოცნებას“ არ ესმის, რა ისტორიული პროცესის მონაწილეები ვართ ახლა. ეს ხელისუფლება არა, მაგრამ საზოგადოება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“,- განაცხადა წითლიძემ.

მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნების“ ერთ-ერთი ვარიანტია ყველაზე ნეიტრალური კანდიდატი აირჩიონ, „ვისთანაც წინასწარ ექნებათ დალაგებული“.

„მათ თავიდან თქვეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, ვისაც არასამთავროები და ოპოზიცია წარადგენენო, მაგრამ თუ ჩავარდა კანდიდატიო, ასეთ შემთხვევაში ვიტოვებთ საშუალებას დავაყენოთ ჩვენი კანდიდატურაო. თუ ვიღაცები მაინც არ არიან ჩამოკიდებულნი ძალაუფლებას, მაშინ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ 12 პუნქტის არ შესრულება ქვეყნისთვის ამ ისტორიული შანსის დაკარგვაა“,- განაცხადა წითლიძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ