რატომ უნდა შევიძინოთ სამსუნგის მხოლოდ ოფიციალური ტელევიზორი?

ტელევიზორი ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნივთია. იმისათვის, რომ ვისიამოვნოთ სასურველი გადაცემების, ვიდეოების, თამაშებისა და სპორტის ყურებით - ჩვენ ვირჩევთ ჩვენთვის საუკეთესო ბრენდს, საუკეთესო გამოსახულებითა და ფუნქციონალით.

სამსუნგის ტელევიზორის შეძენისას, გარდა ბრენდისა და ტექნიკური მახასიათებლებისა, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ოფიციალურია თუ არა პროდუქტი. იმისათვის, რომ ჩვენს მიერ საქართველოში შეძენილი ტელევიზორი იყოს გარანტირებულად ახალი და ჩვენი რეგიონისთვის წარმოებული - აუცილებელია იგი მოვიკითხოთ სამსუნგის პარტნიორების მაღაზიებში. ტელევიზორის ჩართვისას პროგრამამ უნდა აგვარჩევინოს რეგიონი და ჩვენთვის სასურველი ენა. არაოფიციალური პროდუქტის შეძენისას არსებობს რისკი, რომ იგი საქართველოში გაყიდვამდე იყო გახსნილი, მასში ჩაწერილია გაურკვევლი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არ არის განკუთვნილი ჩვენი რეგიონისთვის.

ოფიციალური ტელევიზორების პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გვაძლევს გადმოვტვირთოთ და ვისიამოვნოთ ნებისმიერი ქართული აპლიკაციით - როგორიცაა Silk Go, Setanta, და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სამსუნგის ტელევიზორის ძებნის ველში ქართული აპლიკაცია არ მოიძებნა, დიდი ალბათობით ეს ტელევიზორი არ არის ოფიციალური პროდუქტი.

ოფიციალური პროდუქტის შეძენისას, თქვენ მიიღებთ 2 წლიან გარანტიას მწარმოებლისგან და საჭიროების შემთხვევაში მომსახურებას მიიღებთ სამსუნგის ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, სადაც მოგემსახურებიან კვალიფიციური ტექნიკოსები და გამოიყენებენ სამსუნგის გარანტირებულად ორიგინალ ნაწილებს.

შეგახსენებთ, რომ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან - ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი - სადაც არ გარისკავთ და შეიძენთ სამსუნგის ოფიციალურ ტელევიზორს, ასევე შეძლებთ პერიოდულად ჩაერთოთ Trade-In აქციაში, მიიღებთ სხვადასხვა სახის საჩუქრებსა და ფასდაკლებებს ბრენდისგან.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა