დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის წყალარინების სისტემების მოწყობასთან დაკავშირებით, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „Polat Yol Yapı Sanayi ve Ticaret A.Ş. Gürcistan Şubesi“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

„ბოლნისის წყალარინების სისტემების მოწყობასთან დაკავშირებით კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. კომპანიის წარმომადგენლებთან პროექტის ყველა დეტალი განვიხილეთ და მოხარული ვარ, რომ სამუშაოები უკვე დღეიდან აქტიურად დაიწყო. საკანალიზაციო ქსელის მოწყობას კომპანია ერთ წელში გეგმავს და ამ პროექტის განხორციელება ჩვენ საშუალებას მოგვცემს ქალაქ ბოლნისში გზების პრობლემა მთლიანად აღმოვფხვრათ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე პროექტის დეტალები განიხილეს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით, საკანალიზაციო ქსელის მოწყობა უახლოეს დღეებში სიონის, ჭავჭავაძისა და სოხუმის ქუჩებიდან დაიწყება. სამუშაოების დასრულების შემდგომ კი აღნიშნულ ქუჩებზე გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდება.

კონტრაქტორი კომპანია ქალაქ ბოლნისში წყალარინების სისტემების მოწყობას 12 თვეში დაასრულებს. სამუშაოები როგორც ქალაქ ბოლნისის წყალარინების სისტემის ასევე ბოლნისი-მარნეულის დამაკავშირებელი კოლექტორის მოწყობასაც ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის წყლისა და წყალარინების, ბოლნისის წყალარინების სისტემების პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და ამ სამუშაოებს ჯამში 47,003,251 აშშ დოლარი მოხმარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო