შალვა პაპუაშვილი - ისტორიული დღე იყო იმ კუთხით, რომ შეიქმნა ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო განზომილებით პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს, რომელიც გმობენ რუსეთის აგრესიას და სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ

მნიშვნელოვანი და ალბათ ისტორიული დღეც იყო იმ კუთხით, რომ შეიქმნა ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო განზომილებით პლატფორმა, რომელიც აერთიანებს იმ ქვეყნებს, რომელიც ერთი მხრივ, გმობენ რუსეთის აგრესიას და მეორე მხრივ, სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტის შეფასებისას გააკეთა.

მისივე შეფასებით, ამ პლატფორმის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედრის მონაწილეებისთვის სიტყვით მიემართა.

„იცით, რომ დაახლოებით 30 პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა ამ სამიტზე, შესაძლებლობა გვქონდა სიტყვით მიგვემართა მონაწილეებისთვის და მიგვემართა ჩვენ, როგორც საქართველოს, რომელსაც რამდენჯერმე აქვს გამოცდილი რუსული აგრესია და დღესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი არის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ქვეშ. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო სამიტის მონაწილეებისთვისაც და შესაბამისად, რეაქციებიც შემდეგ შესაბამისი გვქონდა, ვინაიდან ის სამი საკითხი, რომელიც გამოსვლაში მქონდა, ომის დანაშაულების დოკუმენტირება, საერთაშორისო სოლიდარობა და საერთაშორისო სამართლის საბაზისო ფუნდამენტური პრინციპების დაცვა არის ის სამი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ასეთი აგრესია ერთი მხრივ შეწყდეს, მეორე მხრივ, აღარ განმეორდეს. ეს არის ქვაკუთხედი იმ მშვიდობისა, რომელსაც ჩვენი რეგიონი მიესწრაფვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი გამოცდილებიდან დანახული რუსული აგრესია და ამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ჩვენი კოლეგებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამიტის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდა კოლეგებს გასაუბრებოდა. მისივე თქმით, განსაკუთრებით საინტერესო იყო მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი, ვინაიდან მათაც აქვთ წინაპირობები დასაკმაყოფილებელი სრულფასოვანი კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„იცით, რომ საკითხები არის, რომელიც ემთხვევა მოლდოვასა და საქართველოს შემთხვევაში რეკომენდაციების სახით. ამიტომ ამ კუთხითაც საინტერესო იყო ერთმანეთში გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ მოძრაობენ ისინი ამ გზაზე, ჩვენ რა წინსვლა გვაქვს და ამ მხრივ როგორ შეიძლება თანამშრომლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა