მარიამ ქვრივიშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნინა ვასკუნლატის შეხვდა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შეხვედრაზე ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და საერთო აქტივობები დავგეგმეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტული მიმართულებების კიდევ უფრო განვითარებისთვის, მათ შორის არის ტურიზმი და პირდაპირი ავიარეისების სტიმულირება, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს ინვესტიციების, ტურიზმის, ავიამიმოსვლის, ინოვაციებისა და ეკონომიკის სხვა მნიშვნელოვანი დარგების განვითარების დიდი პოტენციალი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის მზაობას იმისთვის, რომ გაღრმავდეს და გაფართოვდეს ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროები.

მარიამ ქვრივიშვილმა ფინეთის დელეგაციას დეტალურად გააცნო საქართველოს ბიზნესგარემო, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები და ის რეფორმები, რომლითაც საქართველო მრავალი წელია საინვესტიციო მიმზიდველობას აქტიურად ინარჩუნებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ