GM PHARMA საქართველოს საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე - CPHI Frankfurt 2022 ქართული ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით წარადგენს

GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე - CPhI Frankfurt 2022 ქართული ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით წარდგება.

საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა - CPHI გლობალური პლატფორმაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ჩართულ ათასობით პროფესიონალს, მწარმოებელს, მომწოდებელსა თუ შემსყიდველ კომპანიას აერთიანებს და მათთვის კოოპერაციის ერთიანი სივრცის შექმნას უზრუნველყოფს. წელს გამოფენას 1-ელი ნოემბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით ქ. ფრანკფურტი (გერმანია) მასპინძლობს.

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოდან მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი ეგზიბიტორი კვლავ ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA იქნება, რაც კომპანიისთვის უდიდეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს - კიდევ ერთხელ გააცნოს მსოფლიოს საქართველო, როგორც ხარისხიანი მედიკამენტების მწარმოებელი ქვეყანა.

აღნიშნულ ფორუმზე კომპანიის სტრატეგიულ მიზანს მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან წარმატებული კოოპერაცია წარმოადგენს. ბიზნესურთიერთობების გაღრმავება თუ ახალი კონტაქტების მოძიება ხელს შეუწყობს აღნიშნული მიზნის სწრაფად რეალიზებას. დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხილვა, როგორიცაა ევროპული ქვეყნებიდან საქართველოში ტექნოლოგიური ტრანსფერის განხორციელება, ევროპულ კომპანიებთან ერთად მედიკამენტების ერთობლივი განვითარება, აგრეთვე ევროპული კომპანიებისთვის კონტრაქტული წარმოება GM PHARMA-ს ფარმაცევტულ ქარხანაში საქართველოში. საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს GM PHARMA-ს ექსპორტის გაფართოებას ევროკავშირის ბაზარზე.

GM PHARMA 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. იგი 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღეისათვის, GM PHARMA-ს მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება საქართველოს და დასავლეთ ევროპის ქვეყნების GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

GM PHARMA-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე. GM PHARMA-ს პორტფელი აერთიანებს > 150 დასახელების მედიკამენტს >230 გამოშვების ფორმით.

GM PHARMA-ს თბილისის საწარმო ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სერტიფიკატსა და ნებართვას; ასე მაგალითად, 2022 წლის მაისში მიღებული საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი და ამავე წლის მარტში მიღებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პარტნიორი დანიური კომპანია "PHARMAKON"-ის GMP ინსპექტორების დასკვნა, რომელიც GM PHARMA-ს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

GM PHARMA-ს დიდი წვლილი შეაქვს სამუშაო ადგილების შექმნასა და ქართული ეკონომიკის სტიმულირებაში. კომპანიაში დასაქმებულია 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში. დღეისათვის GM PHARMA ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში, ამასთან აქვს წარმომადგენლობითი ოფისები დსთ-ს 5 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან GM PHARMA-ს პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები ექსპორტის ქვეყნებში აჭარბებს გაყიდვებს საქართველოს ბაზარზე, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კომპანიის მთავარი მიზნისკენ – გახდეს გლობალური ორგანიზაცია და ხაზს უსვამს GM PHARMA-ს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაში.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

GM PHARMA უკვე 22 წელია ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს