ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2022

“ბირთვული თამაშების” კულმინაცია და ბაიდენის მკაცრი გაფრთხილება - კრემლი წვრთნებს იწყებს

რა ისტორიული გადაწყვეტილებისთვის შეიძლება ემზადებოდეს ნატო - ალიანსმა ბუქარესტის სამიტზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვია

რა არის სინამდვილეში “ბინძური ბომბი” და რა ეფექტი აქვს მას - რამდენად რეალურია მისი გამოყენება

* * *

“რუსეთი სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებს “გრომ 2022”-ს იწყებს, რაც აშშ-საც შეატყობინა, პენტაგონისგან კი ყველა დონეზე გაფრთხილებულია. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ მომენტისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ჯერჯერობით არ დგას, თუმცა ყველაფერი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული და რუსეთს რაც უფრო გაუჭირდება, ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი უფრო იზრდება. ამასთან, როგორც თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, პუტინი უკან დასახევ გზას არ იტოვებს, ყველა ფსონი უკრაინაზე დადო და აქედან გამოსვლისთვის ერთადერთი გზა ტაქტიკური იარაღი დარჩება, რაც მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება და ეს თავად რუსებმაც უნდა გაითავისონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ბირთვული თამაშების” კულმინაცია და ბაიდენის მკაცრი გაფრთხილება - კრემლი წვრთნებს იწყებს.

“აშშ-ს ეცნობა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს რუსეთის რუტინული წვრთნებია”, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა. მისივე თქმით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. “ბინძური ბომბი” უკრაინის ტერიტორიაზე. ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას. “რუსეთს შედეგები როგორც ბირთვული იარაღის, ასევე “ბინძური ბომბის” გამოყენების შემთხვევაში ექნება”, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. შეერთებული შტატები მოელის, რომ სტრატეგიული ბირთვული ძალების ყოველწლიური წვრთნების დროს რუსეთი რაკეტების სატესტო გაშვებას განახორციელებს. ამერიკელი ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ “ნიუ სტარტ”"-ის ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი ვალდებულია წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ასეთი რაკეტების გაშვების შესახებ. როგორც “როიტერსი” წერს, წვრთნები პოტენციურ გამოწვევას წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ღიად დაიმუქრა, რომ რუსეთის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მისივე განცხადებით, გასული დღის დიდი ნაწილი ამ საკითხის განხილვას დაუთმო. აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულ იმ ბრალდებას მოჰყვა, რომ თითქოს უკრაინა ე.წ. “ბინძური ბომბის” გამოყენებისთვის ემზადება. რამაც გარკვეული საფრთხე გააჩინა, რომ რუსეთი, შესაძლოა, ამით ამგვარი თავდასხმის დაწყების საფუძვეს ამზადებდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს. ზელენსკის თქმით, ბევრი შეიძლება ჰუმანიზმზე საუბარი, თუმცა უკრაინა ისეთ ვითარებასა და ისეთ მეზობელთან არის, “რომელსაც ძალის მეტი არაფერი არ ესმის”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ მუდმივად გვესმის მოწოდებები, რომ რუსეთმა დარტყმა უნდა მიიტანოს “გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე”. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს ქვეყანაა თუ არ არის ნატო-ში. ეს დღეს ევროპულ კონტინენტზე ხდება. არავის არ აქვს უბრალოდ ტერორისტივით შანტაჟის უფლება. თუ ისმის მესიჯი, რომ დარტყმა იქნება გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე, მაშინ მსოფლიოს პასუხი შემდეგი უნდა იყოს: ნახე, შენ თუ ბანკოვის ქუჩას დაარტყამ, მაშინ დარტყმა იქნება იქ, სადაც შენ იმყოფები. დარტყმა იქნება იმაზე, ვინც ხალხის ხოცვის დავალებას იძლევა. თუ თქვენ ზეწოლას არ იქონიებთ თქვენს პრეზიდენტზე, ასეთ შემთხვევაში მსოფლიო თქვენგან იზოლირდება. მსოფლიო თქვენთან არ ილაპარაკებს, ვინაიდან თქვენ მუქარის ენაზე ლაპარაკობთ... თქვენ მხარს უჭერთ ტერორისტ ხელისუფლებას”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ “გრომ 2022” რეგულარული წვრთნებია და სხვა დროს ასეთი შეშფოთება უსაფუძვლო იქნებოდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში გარკვეული კითხვები ჩნდება და თეორიული საფრთხეც არის”, - დასძენს გამოცემა.

“ეს რეგულარული წვრთნებია, რომელიც ყოველ წელს ტარდება, რუსეთი კი ვალდებულია, რომ საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ქვეყნებს აცნობოს, მათ შორის აშშ-სა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებს. ამ წვრთნებში რაიმე განსაკუთრებული არაა და სხვა დროს ასეთი შეშფოთება არც იქნებოდა, მაგრამ უკრაინასთან კონფლიქტის კონტექსტში გარკვეული სიფრთხილეა საჭირო იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება ხაფანგში ისეა მომწყვდეული, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს, მისი რაციონალურობა ბევრი ანალიტიკოსის თვალსაზრისით, ეჭვქვეშ დგას. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, შეკითხვები იბადება: რაიმე ხომ არაა მოსალოდნელი? ამ წვრთნებს რუსეთი როგორ გამოიყენებს? ეს მხოლოდ წვრთნები იქნება თუ ამას შემდეგ რაიმე მოჰყვება? კითხვები ბუნებრივია არსებობს, მაგრამ ბუნებრივია არავინ არ იცის პუტინი სიტუაციას როგორ გამოიყენებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“დასავლეთის ლიდერებმა, მათ შორის ბაიდენმა რუსეთი ბევრჯერ გააფრთხილეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერ მცდელობას, დასავლეთისგან ძალიან მტკიცე პასუხი შეხვდება. ეს კი რუსეთშიც ესმით, თუ კრემლში საღი აზრი ჯერ კიდევ დარჩათ. ბირთვულ ომში გამარჯვებული ფაქტიურად არ არსებობს და იმედია, რომ თუ პუტინს პირადად არა, მის გარემოცვას მაინც ესმის. მით უმეტეს გლობალურ კატასტროფაზეა საუბარი, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ყველას უქადის. დასავლეთი რუსეთში ნებისმიერ გადაადგილებას, მათ შორის ატომურ იარაღთან დაკავშირებით, გამადიდებელი ლუპის ქვეშ საათობრივად აკვირდება და თუ რამე შემაშფოთებელი იქნება, უკან არ დაიხევს და ამაზე რეაქცია ექნება, მაგრამ ჯერჯერობით ამ ეტაპზე პირდაპირი საფრთხე არ არსებობს. თეორიული შესაძლებლობა რა თქმა უნდა გამორიცხული არაა, მაგრამ რეალურად იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც ბოლო პერიოდში ვრცელდება, საქმე ჯერჯერობთ აქმადე მისული არაა”, - მიიჩნევს რესპონდენტი და კითხვაზე - “რამდენი პროცენტია დასაშვები, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს?” - პასუხობს:

“ძალიან ბევრი რამ რუსეთ-უკრაინის ომის პერიპეტიებზეა დამოკიდებული. რუსეთს რაც უფრო გაუჭირდება, ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი მით უფრო იზრდება. პუტინს და მის რეჟიმს არ სურთ, რომ ომში დამარცხდნენ, ეს კი ყველაზე დიდი პრობლემაა, თუ რუსი ხალხი ამაში არ ჩაერია. ალბათ მოუწევთ, რომ რუსეთის პრესტიჟი, რომელიც პუტინმა უკრაინასთან ომში ფსონზე მთლიანად დადო, რაღაცნაირად აღადგინონ. პუტინს აქედან გამოსვლის ერთადრთი გზა ამ ტაქტიკური იარაღის გამოყენება რჩება, რომელსაც კატასტროფული შედეგები ექნება, არა მხოლოდ უკრაინასა და მსოფლიოსთვის, არამედ თვითონ რუსეთისთვის”.

“ამის შემდეგ რუსეთი, რომელიც დღეს იზოლაციაშია, საერთოდ გარიყული სახელმწიფო გახდება, საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციის არავითარი შანსი არ ექნება, რადგან ამას 21-ე საუკუნეში არავინ არ მიიღებს და იმედია, რომ ეს რუსეთშიც ესმით. თუმცა, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული უკრაინაში საომარი მოქმედებები როგორ წავა და თვითონ პუტინი რა მდგომარეობაში ჩავარდება. პუტინმა რუსეთში საზოგადოების მობილიზაცია იმ დონეზე ასწია, რომ უკან დასახევ გზასაც არ იტოვებს. ტერიტორიების ანექსირების შემდეგ განცხადება, რომ გააკეთა, ფაქტობრივად მთელი ფსონები ამ ომზე დადო. ეს ამ საქმეს კიდევ უფრო ართულებს”, - დაასკვნის კაკაჩია.

“29-30 ნოემბერს ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტია დაგეგმილი, სადაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვაც არიან მიწვეულები. ანალიტიკოსები დაგეგმილ შეხვედრას ისტორიულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, შესაძლოა ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის ახალი ფორმულაც კი იქნას შემუშავებული. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, შესაძლოა სამიტზე წინადადება იქნას შეთავაზებული, რომ რუსული სამხედრო აგრესიისგან თავდაცვის მიზნით, ნატოს ეგიდით რეგიონალური გაერთიანება შეიქმნას, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მონაწილეობით, მინი-ნატოს ვარიანტში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ისტორიული გადაწყვეტილებისთვის შეიძლება ემზადებოდეს ნატო - ალიანსმა ბუქარესტის სამიტზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვია.

“როგორც რუმინული მედია წერს, ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ოთხ სესიად იქნება დაყოფილი, რომლებიც საუბარი შეეხება მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას, უკრაინაში მიმდინარე ომს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და პარტნიორებს. ცნობისთვის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუმინეთი პირველად მასპინძლობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, სამიტი ისტორიული მნიშვნელობისაა და შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სიტუაციის დასასტაბილურებლად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბუქარესტში დაგეგმილი სამიტი დიდი მნიშვნელობისაა. ნატოსა და რუსეთს შორის ფაქტიურად ჰიბრიდული ომი მიდის და ბუნებრივია, რომ რუსეთის უკრაინასთან სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ამას ერთგვარად გადამწყვეტი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. სამიტზე ისეთი ქვეყნები არიან მიწვეულები, ვისაც სურთ, რომ ნატოში გაწევრიანდნენ. მოლდოვა შესაძლოა გამონაკლისი იყოს, რადგან თითქოს ნეიტრალური პოზიცია აქვს, მაგრამ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება შეცვალოს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი რუსების მხრიდან პროვოკაციას ელოდებიან. საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანება ისედაც გაცხადებული აქვს. ბოსნია ჰერცეგოვინას კი ფაქტობრივად მაპი აქვს, უბრალოდ, პრობლემა სერბული თემის მიერ ამ პროცესის დაბლოკვის მცდელობაა. შვედეთი და ფინეთი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე მიიღეს და ფაქტიურად მაპი არც აკადრეს, 28 სახელმწიფოს პარლამენტმა უკვე რატიფიკაცია მიიღო, ორი ქვეყანა დარჩა და შვედეთი და ფინეთი უკვე ნატოს წევრი ქვეყნები ხდებიან”, - აცხადებს გამოცემიკ კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“შესაძლოა ახალი ფორმულა მოიგონონ იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც ნატოში გაწევრიანება სურთ. ალბათ, ახალი სამხედრო პაკეტების განხილვაც იქნება. შესაძლოა რუსული სამხედრო აგრესიის მოსაგერიებლად ახალი ინიციატივებიც წამოვიდეს - საუბარია მოლდოვაზე, უკრაინასა დასაქართველოზე. შესაძლოა იყოს წინადადება, რომ ნატოს ეგიდით რეგიონალური გაერთიანება შეიქმნას, რომელიც მინი-ნატოს ვარიანტში უსაფრთხოების ალიანსი იქნება, ოღონდ ეს იქნება იმ ქვეყნების მიმართ, ვისაც ნატოში გაწევრიანება სურთ - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. მოლდოვას ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, მაგრამ დნესტრისპირეთის პრობლემის გამო, შესაძლოა რუსეთის მორიგი მსხვერპლი გახდეს, ამის ფონზე კი დიდი ალბათობით მოლდოვა მიდგომებს შეცვლის. მოლდოვაში რუსეთი რბილ ძალას იყენებს და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის შექმნისთვის პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს ერთგვარად ააქტიურებს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა პროცესში მოლდოვაც ჩაერთოს. ვნახოთ, სამიტამდე კიდევ დიდი დროა და შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“ამ სამიტს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან ესაა რუსეთის აგრესიის გამოძახილი, როცა ბალკანეთის, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სახელმწიფოების ერთგვარი ადაპტაცია ხდება ნატოს ეგიდით. ეს პირველ რიგში რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული და აჩვენებენ რუსეთის სისუსტეს, რომ ამ სივრცეში ჰეგემონი არაა. უკრაინა პირდაპირ ომის ქვეშაა, ჩვენთანაც ერთგვარი ჰიბრიდული ომია, მცოცავი ოკუპაციის პირობებში ვართ და ფაქტობრივად ომის პირობებში ვართ. მოლდოვასაც სამხედრო გამოწვევები აქვს, რადგან მისი ტერიტორიის გამოყენებით რუსები უკრაინის მიმართულებით თავხედურად ბალისტიკურ რაკეტებს უშვებენ და ეს, რა თქმა უნდა, მოლდოვის სუვერენიტეტს პირდაპირ ლახავს და იძულებულია ამაზე რეაგირება მოახდიონოს”, - დასძენს მაისაია.

“ბრძოლის ველზე, რუსი სამხედროების მარცხის პარალელურად, რუსეთი ბირთვულ მუქარასა და შანტაჟს აძლიერებს. ამ მიზნით პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმები ჩაატარა, რათა ისინი “ბირთვული ქოლგის ქვეშ” მოექცია. ამას ომის მიმდინარეობა არ შეუცვლია. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას. 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. სამინისტრო აცხადებს, რომ შოიგუმ გამოხატა “შეშფოთება უკრაინის მიერ ბინძური ბომბის გამოყენებით შესაძლო პროვოკაციების გამო”. რუსეთს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია აღნიშნულის დასადასტურებლად. უკრაინის პრეზიდენტმა საპასუხოდ თქვა, რომ თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა არის სინამდვილეში “ბინძური ბომბი” და რა ეფექტი აქვს მას - რამდენად რეალურია მისი გამოყენება.

“შოიგუს განცხადებით გამოეხმაურა აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთიც - მათ გავრცელებულ ცნობას ცხადი სიცრუე უწოდეს. იგივე გაიმეორა ამერიკამაც. “ბინძური ბომბი” - ეს არის მასობრივი განადგურების იარაღი, რომელშიც რადიოაქტიური მასალა შერეულია ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ელემენტებში. ამ “ბინძური ბომბის” აფეთქების ტალღა ნაკლებია, ვიდრე ბირთვული იარაღისა, და ის ასევე განეკუთვნება არა ჩვეულებრივ სამხედრო იარაღს, არამედ ტერორისტულს, რადგანაც რადიაცია მოქმედებს უფრო ნელა და შეუძლია უფრო მეტი ადამიანი სრულიად შეუმჩნევლად დახოცოს. სწორედ მსგავსი ბომბის გამოყენების ალბათობაზე საუბრობს შოიგუ უკრაინის მხრიდან. თუმცა, უკრაინა აცხადებს, რომ პირიქით, რუსეთი ომი წაგების გადასაფარად სწორედ ამ “ბინძური ბომბის” გამოყენებას აპირებს, რომელსაც შემდეგ უკრაინას დააბრალებს. ამ ყველაფრის პარალელურად კი “ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით სიმართლეს, “ვაგნერის” დაჯგუფების დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ეუბნება. მედიის თქმით, პრიგოჟინმა პუტინს პირდაპირ უთხრა, რომ რუსი გენერლები უკრაინაში საომარ მოქმედებებში მარცხდებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს ასევე ხაზს უსვამს რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური ხელმძღვანელობის შერყეულ პოზიციას, რომელიც პრიგოჟინისა და სხვების მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა, თვეების მანძილზე, საბრძოლო შეცდომებისა და დანაკარგების შემდეგ”, - წერს მედია. ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრიგოჟინის კრიტიკაზე მანამდე სხვა ანალიტიკოსებიც წერდნენ. 17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილებში ნათქვამია, რომ ვაგნერის დაჯგუფების ლიდერი და ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებული სოციალური მედია სულ უფრო ხშირად საუბრობს რუსული სამხედრო ინსტიტუტების არაეფექტურობაზე და სოციალურ პრობლემებზე, რამაც ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა შეარყიოს კრემლის ძალა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობის პარალელურად რუსეთი ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ ბინძური საინფორმაციო პროპაგანდა აწარმოოს და ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება შეაჩეროს. მინისტრმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც საუბრობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“არ მჯერა რომ რუსეთი ატომურ ბომბს გამოიყენებს - ეს შანტაჟის მორიგი მცდელობაა. თუმცა თუ გამოიყენებენ, ეს პუტინის რეჟიმის დასასრული იქნება”, - აცხადებს მინისტრი. ინტერვიუში ის მოლაპარაკების საკითხს შეეხო და თქვა, რომ პოზიცია მკაფიოა - ”უკრაინა კრემლის მოქმედ რეჟიმთან მოლაპარაკებების მაგიდაზე არ დაჯდება”, რადგან მათ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა “ბინძური ბომბის” შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებები განიხილეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის მტკიცებას, რომ უკრაინას შეუძლია “ბინძური ბომბის” გამოყენება მცდარი უწოდა. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი აცხადებს, რომ ნებისმიერი ბირთვული ესკალაციის რუსეთს ძალიან ეშინია - ისე ეშინია, როგორც სხვების დაშინებას ცდილობს. ბერიძე განმარტავს ე.წ. “ბინძური ბომბი” რას ნიშნავს და რა სახის და მასშტაბის იარაღზე შესაძლოა იყოს საუბარი”, - დასძენს გამოცემა.

“ეს არის ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან შემდგარი ბომბი, რომელიც გაძლიერებულია რადიოაქტიური საშუალებებით. ამას აფეთქების ეფექტი ექნება ისეთივე, როგორც ტროტილს ან ჰექსოგენს, მაგრამ მისი აფეთქების შედეგად დარჩება რადიოაქტიური დასნებოვნება, რაც გამოიწვევს მოსახლეობის გრძელვადიან დაზიანებას. სტანდარტულ ბირთვულ ბომბს მისი აფეთქების შემთხვევაში 5 დამაზიანებელი ფაქტორი აქვს - ეს არის ელექტრომაგნიტური იმპულსი, დარტყმითი ტალღა, გამოსხივება, შუქური გამოსხივება და რადიოაქტიური გამოსხივება. “ბინძურ ბომბს” ასეთი ეფექტები არ აქვს, თუმცა, ყველაზე ცუდი ეფექტი აქვს, რაც არის რადიოაქტიური დასნებოვნება. მისი მოქმედება უფრო ხანგრძლივი და მძიმე სახის არის. ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთმა რუსეთი გააფრთხილა ბირთვულ ბომბთან თამაშისთვის თავი დაენებებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს მიიღებდნენ. ამიტომ ახლა რუსებმა ახალი ამბავი მოიგონეს და ე.წ. “ბინძური ბომბით” მანიპულაცია დაიწყეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“რუსეთი ომის წაგების ფონზე, ყველანაირად ცდილობს გამოიყენოს ზეწოლა, რომ ყურადღება გადაიტანოს ძირითადი საკითხიდან. რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ დასავლეთის, უკრაინის და ყველას ყურადღება გადაიტანოს და მის არსენალში არსებული შეიარაღება მაქსიმალურად გამოიყენოს. მათ ყველას თვალში ნდობა დაკარგული აქვთ და ერთი სიტყვისაც არავის სჯერა. ამიტომ დასავლეთში „ბინძური ბომბის“ ისტორიას არავინ დაიჯერებს. ნებისმიერი ასეთი ბომბის ამოქმედება იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მიერ მისი გამოყენება. ნებისმიერი ბირთვული ესკალაციის რუსეთს ძალიან ეშინია - ისე ეშინია, როგორც ცდილობს სხვების შეშინებას, რადგან იცის რომ დასავლეთიდან პასუხი ძალიან მძიმე იქნება. ეს კი პუტინის მმართველობის დასასრული იქნება. ამერიკას ხიროსიმა და ნაგასაკაში ბირთვული იარაღი უკვე გამოყენებული აქვს, ამიტომ ყველამ კარგად იცის, რომ აქ ხუმრობით არავინ პასუხობს”, - დასძენს ლაშა ბერიძე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს