ანრი ოხანაშვილი „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ განცხადებაზე - ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს

ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს, - ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი “დროას“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“, და “გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებს, რომლებიც “ქართულ ოცნებას“ “ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე“ შეხვედრას სთავაზობენ.

რაც შეეხება ამ სამი პოლიტიკური ორგანიზაციის შესაძლო გაერთიანებას, როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, “როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტისგან საერთო ჰონორარები მიიღონ“.

“რაზეც არ უნდა გაერთიანდნენ, მათ გარშემო ხალხი და საზოგადოება ვერ გაერთიანდება, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სად გადის მათი ინტერესები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ბრალს იმაში სდებენ, რომ თითქოს ჩვენ ევროპისკენ არ მივისწრაფვით. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდისტები არიან. მათ ქვეყნის შიგნით არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, არა აქვთ საზოგადოებასთან მისვლისა და მათგან მხარდაჭერის მიღების რესურსი. ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დადიან, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციას და კამპანიას ეწევიან. ეს არის სამარცხვინო საქციელი და საბოტაჟი ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ. როცა არჩევნები შედგება, საზოგადოება მათ მორიგ საკადრის პასუხს გასცემს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები: გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ და "ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობენ.

როგორც პარტიების საერთო განცხადებაშია ნათქვამი, მათ უნდათ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს აუხსნან, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები ევროკავშირის რეკომენდაციების თითოეულ პუნქტთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ თუ არგადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ამასთან, რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი