ანა ნაცვლიშვილი - სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი არ გამოიყურება იმედიანად - „ქართული ოცნება“ არ არის მზად, აიტანოს ომბუდსმენი, რომელიც პრობლემებზე მიუთითებს

პროცესი, როგორც აქამდე მიმდინარეობს, არ გამოიყურება იმედიანად, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის აიტანოს სახალხო დამცველი, რომელიც მას მიუთითებს პრობლემებზე, როდესაც ეს პრობლემები არსებობს. ასეთი რამისთვის ის მენტალურად მზად არ არის, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სახალხო დამცველობის კანდიდატებს, პარლამენტში გასაუბრებისას, მარტო კითხვას კი არ უსვამენ მათ მიერ სოციალურ ქსელებში გამოხატული პოზიციების გამო, არამედ ანგარიშს სთხოვენ, რაც ერთიანობაში პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას ატარებს.

„ლაკმუსის ქაღალდის როლს ასრულებს სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრებები. ჩემთვის ეს იყო საგანგაშო. ორი დღე ვცდილობდი სხვადასხვა კუთხით შემეხედა. ადამიანის „ფეისბუქის“ სტატუსის წაკითხვა, ამაზე კითხვის დასმა, თავის თავად ეს არ არის დანაშაული, მაგრამ ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ამას სცდება. ეს სტატუსები მათ აქვთ დასაწყობებული, დაარქივებული, ყველას სტატუსი აქვთ გაშიფრული, გაანალიზებული და როცა უნდათ ამოიღებენ და მარტო კითხვას კი არ უსვამენ, ანგარიშს სთხოვენ ადამიანებს მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციის გამო, ეკითხებიან, „დღეს ნანობ თუ იგივე აზრზე ხარ“, რაც ერთიანობაში პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას ატარებს...

ისე გაშიფრეს საკუთარი თავი, ვერც მიხვდნენ. ისე არიან როლში შესული ამ ძალაუფლების შენარჩუნებით, რომ ვერც მიხვდნენ, როგორ გამოიტანეს სააშკარაოზე საკუთარი თავი. როდესაც კომიტეტზე ნომერ პირველი უფლებადამცველის შერჩევის დროს შენ ამდენს ბედავ, როცა მედიაც იქ არის და ოპოზიციაც და მთელი ქვეყანა უყურებს „ლაივში“ ამას, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დახურულ გასაუბრებებზე რა ხდება? ეს რა სიგნალია საჯარო მოხელეებისა და პარლამენტში დასაქმებული ადამიანებისთვის? - პარლამენტში დასაქმებულმა საჯარო მოხელემ რომ დაწეროს თავისი აზრი, ის შეიძლება სამსახურიდან გაუშვან.

მე დარწმუნებული ვარ, ამის სააშკარაოზე გამოტანა მათაც არ უნდოდათ, მაგრამ უბრალოდ ისე შეჭრილი არიან რომელში, რომ თავი ვეღარ გააკონტროლეს, ვერ მიხვდნენ, რომ ამის ასე საჯაროდ გამოტანა მათთვის იქნებოდა უზარმაზარი სამხილი, ვინ დაიჯერებს ამის შემდეგ, რომ ისინი ადამიანებს ყველა პოზიციაზე ამ ნიშნით არ არჩევენ და ამ ნიშნით არ უშვებენ სამსახურიდან?“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ თავისი გეგმა აქვს, როგორ არ შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები, თუმცა ამ პროცესში საკმაოდ დაძაბულია.

“„ქართული ოცნება“ ამ პროცესში საკმაოდ დაძაბულია. ერთი მხრივ კი აქვთ მათ თავისი გეგმა, რომ როგორმე ისეთი ლავირება მოახდინონ ამ პროცესში, რომ არც შეასრულონ ეს რეკომენდაციები, მაგრამ ხალხისაც ეშინიათ, რადგან მათ კარგად ახსოვთ 3 ივნისი და თბილისის ქუჩებში ათასობით მოქალაქე, ეშინიათ მათ საქართველოს მოქალაქეების რისხვის“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“