„ბრიზი საგურამო“ - საცხოვრებელი კომპლექსი გამწვანებული პარკით თბილისთან ახლოს

დღესდღეობით საკმაოდ რთულია ვიპოვოთ ისეთი ადგილი, რომელიც თან ახლოს იქნება ქალაქთან და თან – მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებულ გარემოს შემოგვთავაზებს; ადგილი, სადაც არ შეგვაწუხებს ხმაურიანი ქალაქის რუტინული გარემო, ავტომობილების გამონაბოლქვი და რაც მთავარია, ზუსტად იქნება მორგებული ჩვენს საჭიროებებზე.

სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ქალაქის გასასვლელიდან 20 წუთის სავალზე, საგურამოში, ზღვის დონიდან 600 მეტრზე, 1 ჰა გამწვანებულ ტერიტორიაზე პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „ბრიზი საგურამო“ შენდება.

პროექტის ადგილმდებარეობა და სახელი სპეციალურად იქნა შერჩეული ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინებით. კომპლექსი გაშლილ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც გარშემორტყმულია მთებით. ამ მთების ფერდობებიდან და ასევე მდინარე არაგვის ხეობიდან მომავალი ჰაერის მასები - ბრიზები განსაკუთრებუალ მიკროკლიმატს ქმნის ჯანსაღი ცხოვრებისთვის. დასახელება „ბრიზი საგურამოც“ სწორედ ამ ჰაერის მასების გადაადგილების დამსახურებაა.

ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს 24 საცხოვრებელ სახლს საკუთარი ეზოებით. საცხოვრებელი სახლები ერწყმის რელიეფის კონფიგურაციას – როგორც ფორმებითა და ულტრათანამედროვე მინიმალისტური არქიტექტურით, ისე გემოვნებიანი და მდიდრული თვალსაზრისით. გარდა ამისა, კომპლექსს ირგვლივ აქვს ხედები როგორც საგურამოს და ზედაზენის, ისე ნატახტარის მხარეს

პროექტი ისეა დაგეგმარებული, რომ საკუთარი ეზოდან პირდაპირ უზარმაზარ გამწვანებულ პარკში ხვდებით, რომელიც კომპლექსის მთავარი ხიბლია. პარკში დარგულია არაერთი მცენარე, რომელთა შერჩევაც, ფლორისტებთან ერთად, მოხდა ადგილობრივი მიკროკლიმატის თავისებურებების გათვალისწინებით და მოიცავს როგორც ფოთოლმცვენ და ბუჩქოვან, ისე წიწვოვან მცენარეებსაც. აქვე მოწყობილია ავტომობილებისგან დაცული საფეხმავლო ბილიკები სეირნობისთვის, ბავშვების სათამაშოდ, სპორტული აქტივობებისთვის და უზრუნველყოფს მისი მაცხოვრებლების ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს.

​თითოეული საცხოვრებელი სახლი აშენებულია და მოპირკეთებულია პრემიუმ ხარისხის მასალებით, იქნება ეს კეთილმოწყობილი ეზო, ენერგო ეფექტიანი სახლი, პანორამული ხედები თუ გამწვანებული გარემო. ამასთან, კომპლექსი სრულად შემოღობილია და აღჭურვილია 24 საათიანი დაცვით, რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსახლის უსაფრთხო ცხოვრებას.

გარდა ამ ყველაფრისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს „ბრიზი საგურამოს“ კონკრეტული უპირატესობები:

შერჩეული ტერიტორია სარეკრეაციო ადგილია, აქ გვხვდება განსაკუთრებული კლიმატი, რაც გულისხმობს მთის და არაგვის ხეობის ჰაერის შერწყმას.

ყველა სამშენებლო მასალა ეკოლოგიურად სუფთა და სერტიფიცირებულია. მშენებლობაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები, მათ შორის ბუნებრივი ქვა -ტრავერტინი და ნატურალური ხის მასალა. სახლები არის სრულად ენერგოეფექტური. სახლი ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში.

პროექტი უნიკალური, დახვეწილი და ულტრათანამედროვე მინიმალისტური არქიტექტურით გამორჩევა, რომელიც ერთდრიულად სადა და მდიდრულია.

უბანი დაცული საცხოვრებელი კომპლექსის ტიპისაა, რაშიც იგულისხმება კომპლექსის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვა, უბნის საზოგადოების სივრცეების და გამწვანების მოვლა-პატრონობა, საინჟინრო-ტექნიკური მომსახურება და სხვა.

კომპლექსი აღჭურვილია ყველანაირი კომუნიკაციით: 24 საათიანი წყალ-მომარაგება, ელექტროენერგია, გაზი, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, ინტერნეტი და ტელევიზია.

მომხმარებელზე მორგებული გადახდის სისტემა, რაც გულისხმობს როგორც ერთიან გადახდას, ასევე შიდა უპროცენტო 2 წლიან განვადებას.

ტელ ნომერია: 514 30 60 60

ფბ გვერდის ლინკია: https://www.facebook.com/BreezeSaguramoGeo

საიტი: Breeze.ge

(R)

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე