+1% - ტერაბანკმა ვადიანი ტიპის ანაბრებზე აქცია დაიწყო

ტერაბანკმა მომხმარებლებისთვის ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალი აქცია დაიწყო. აქციის პირობების მიხედვით, ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ვადიანი ტიპის ანაბარს 31 დეკემბრამდე გახსნის, პროდუქტით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში გაზრდილ სარგებელს — დამატებით 1%-ს მიიღებს.

აქცია ვრცელდება ლარის, დოლარისა და ევროს ყველა ვადიანი ტიპის დეპოზიტზე, ნებისმიერ პირობასა და ვადაზე. მასში ჩართვის მსურველებისთვის ერთადერთ აუცილებელ პირობას ანაბრის 31 დეკემბრამდე გახსნა წარმოადგენს.

„დეპოზიტები განსაკუთრებით მიმზიდველ პროდუქტს წარმოადგენს, ამიტომ მათზე სხვადასხვა ტიპის აქციები ტერაბანკში უკვე გარკვეულ ტრადიციად გვექცა. ამჯერად გაზრდილი სარგებლით გვსურს, ჩვენი მომხმარებლები კიდევ უფრო წავახალისოთ და ვფიქრობთ, ახალი აქციის მომგებიანი პირობებით ბევრი მათგანი ისარგებლებს“, - აცხადებენ ტერაბანკში.

შეგახსენებთ, ამჟამად ტერაბანკი ბაზარზე საბავშვო, ვადიანი, კონვერტირებადი, ზრდადი და flex ანაბრებით, ასევე, დისკონტური და საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატებითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ პირებს ვადიანი ანაბრის გახსნა ბანკის ვებგვერდზე www.terabank.ge , ინტერნეტ ან მობაილბანკითა და ფილიალებში სტუმრობით შეუძლიათ.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო