რუსთავში 4 წლის ბავშვს ავტობუსი დაეჯახა, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა

რუსთავში 4 წლის ბავშვს ავტობუსი დაეჯახა, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ცემენტის ქარხნასთან, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს ავტობუსი დაეჯახა. ის გარდაბნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.