თორნიკე რიჟვაძე ევროპის საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) 50-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში გაიმართა, CPMR-ის პრეზიდენტი და ვიცე- პრეზიდენტები აირჩიეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) ვიცე- პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა კრეტას ხელისუფლების ხელმძღვანელებთან და CPMR-ის პრეზიდენტთან.

საზღვაო რეგიონების კავშირი 150 რეგიონს აერთიანებს. ასოციაცია ფოკუსირებულია სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებზე, საზღვაო პოლიტიკასა და ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე. CPMR-ის წარმომადგენლობა მოიცავს დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს.

2020 წლის ივნისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა CPMR-ის და ამავე ორგანიზაციის შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის (BBSC) სრულუფლებიანი წევრია. 2020 წლის 29 ოქტომბერს კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პირველად 2 წლის ვადით CPMR-ის ვიცე-პრეზიდენტად იქნა არჩეული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო