ისრაელის წამყვანმა ბლოგერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტები მტირალას ეროვნულ პარკს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ქედას სტუმრობდნენ.
მათი ინფორმაციით, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ბლოგერები მილიონობით გამომწერსა და მკითხველს უზიარებდნენ.
„რეგიონის შესახებ მომზადებული სტატიები და ბლოგები ებრაულ მედიაში, მათ შორის უმსხვილეს სამოგზაურო პლათფორმაზე LAMEთAYEL და ყოველდღიურ გამოცემაშიIშღAEL HAYOM ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
მედიატურის მონაწილეები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობდნენ. ისრაელი აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ტურისტებისა და ფრენების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად მზარდია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.