ვახტანგ მეგრელიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - ძალიან უნიჭოები არიან - ადამიანებისთვის იმის დამტკიცება მიჭირდა, რომ ჯაფარიძე უნიჭოა, მაგრამ თავად დამეხმარა

ამ ჯგუფს სურს, დაიკავოს „ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი, არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ძალიან უნიჭოები არიან, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "გირჩი- მეტი თავისუფლების", "სტრატეგია აღმაშენებლის" და „დროას" გაერთიანების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, პარტიების გაერთიანებას მიესალმება, რადგან 5 - პროცენტიანი ბარიერის პირობებში რამდენიმე პარტიას საკუთარი მდგომარეობის გადააზრება მოუწევს და სწორია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები გაერთიანდნენ, თუმცა, ეს სწორია იმ რეალობიდან, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი გარკვეული იქნება. თუმცა, მეგრელიშვილი ამბობს, რომ „მანამდე მსგავსი მოძრაობები არაფერს ნიშნავს, რადგან ყველა ცდილობს, წარმოიდგინოს რეალობა „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შემდეგ".

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას" ეუბნება, რომ არიან მოღალატეები და კოლაბორაციულ ურთიერთობაში არიან ოკუპანტთან. ზუსტად ანალოგიური ბრალდებებია მეორე მხრიდან. შეუძლებელია, რომ ასეთი დაპირისპირებული მხარეები ოდესმე რაიმე კონკრეტულ თემაზე შეთანხმდნენ და თავის ამომრჩეველს აჩვენონ, რომ ისინი თანამშრომლობენ. მაშინ, გამოვა, რომ თანამშრომლობენ მტერთან. აქედან გამომდინარე, ამ სამეულის რადიკალური განცხადებები (პროევროპელობაზე) ჰგავს "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს სურს, დაიკავოს "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი. არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ნიჭი არ ეყოფათ. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმიანობაში ნიჭი სჭირდება, ძალიან უნიჭოები არიან. ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, დანარჩენებს ვიცნობ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე არიან უნიჭოები, მეგრელიშვილი პასუხობს - „რა თქმა უნდა". ხოლო კითხვაზე, რატომ ჰყავდათ მაშინ უნიჭო ლიდერი, მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ამის დამტკიცება ადამიანებისთვის უჭირდა.

„ადამიანებისთვის იმის დამტკიცება მიჭირდა, რომ ჯაფარიძე უნიჭოა, მაგრამ თავად დამეხმარა. მაგალითად, ამის დამტკიცება იაგოსთვის მიჭირდა, მაგრამ რაც ჯაფარიძე დამეხმარა, მგონი, დაიჯერა,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა