გორის მერია - ხელთუბანში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მერია - ხელთუბანში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხელთუბანში შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა 1 კმ - ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - მოწყობა.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით ხორციელდება გზის საფარის, მიერთებების, სანიაღვრე არხების, ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე გადადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.