თორნიკე რიჟვაძე ნორდ ჰოლანდის რეგიონულ მინისტრს, CPMR-ის პრეზიდენტ ქეის ლოჰანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საბერძნეთის რესპუბლიკაში ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) 50-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ნორდ ჰოლანდიის რეგიონულ მინისტრს, ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის პრეზიდენტს, ქეის ლოჰანს, ამავე კავშირის გენერალურ მდივანს, ელენი მარიანუს და CPMR-ის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის აღმასრულებელ მდივანს, სტავროს კალონომოსს შეხვდა.

მათივე ცნობით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩატარდა CPMR-ის პრეზიდენტისა და პოლიტიკური ბიუროს წევრების არჩევნები, რომელშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი რეგიონი და პოლიტიკური ბიუროს წევრი, კენჭისყრაში იღებდა მონაწილეობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა