თორნიკე რიჟვაძე კრეტას რეგიონის თავმჯდომარე, სტავროს არნაუტაკის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კრეტას რეგიონის თავმჯდომარე სტავროს არნაუტაკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში რეგიონებს შორის ტურიზმის, ეკონომიკის, სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. განიხილეს განათლების, გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები და მიმართულებები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საბერძნეთის რესპუბლიკაში საზღვაო რეგიონების კავშირის, CPMR 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმყოფება. ასამბლეის ფარგლებში, გაიმართა CPMR-ის პრეზიდენტისა და პოლიტიკური ბიუროს წევრების არჩევნები, სადაც თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა