გია ვოლსკი - საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი „დაყროყინება", არ მგონია, რომ სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა

საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი „დაყროყინება", არ მგონია, რომ სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას განცხადებას.

ვოლსკი ასევე გამოეხმაურა გახარიას განცხადებაზე "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის შეფასებას, რომელმაც გიორგი გახარიას ვირთხა უწოდა და აღნიშნა, რომ ვირთხა გარკვეული თვისებებით ხასიათდება.

მისივე თქმით, ყოფილი პრემიერი რომ განცხადებას აკეთებს, ეს ინფორმაციის მიწოდებაა მთელი მსოფლიოსთვის და საზოგადოებისთვის, თუმცა, ამის საფუძველი რომ არ არსებობს და საქციელიც რომ „უგვანოა", ამაზე გააკეთეს "ქართული ოცნების" წევრებმა კომენტარები.

„მან განცხადება გააკეთა კორუფციის, ივანიშვილის ოლიგარქობის თაობაზე და მე არ ვფიქრობ, რომ ის როგორც პოლიტიკოსი და თუნდაც, როგორც პიროვნება საუკეთესო მხარით წარმოდგა საზოგადოების წინაშე. მან ვრცელი გზა გაიარა, ბიზნესომბუდსმენობიდან პრემიერ- მინისტრობამდე და არ მგონია, ადამიანს, ვისაც გარკვეული ურთიერთობა გააჩნდა თუნდაც, პირადად ბიძინა ივანიშვილთან, მის გუნდთან, რაიმე რეალური ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვევები და გადაცდომები არსებობდა, არ შეიძლება რაიმე სხვა საფუძველი ჰქონდეს ამ განცხადებისთვის, თუ არა პოლიტიკური მიზანი და სპეკულაცია,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, ყოფილი პრემიერ - მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია.

„ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!“- წერს „ტვიტერზე“ გიორგი გახარია.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო