მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა კამპანიას “ვარდისფერი ოქტომბერი“ შეუერთდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა კამპანიას “ვარდისფერი ოქტომბერი“ შეუერთდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა კამპანიას “ვარდისფერი ოქტომბერი“ შეუერთდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში მერიის და საკრებულოს თანამშრომელმა ქალებმა, ადმინისტრაციული შენობის წინ შესაბამისი სიმბოლოებითა და ვარდისფერი ბუშტებით, პაციენტთა მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

თარიღი მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და სიმბოლურად მას “ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ. თარიღი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ემსახურება, მიზანი კი, ძუძუს კიბოს რისკების შესახებ ცნობადობის გაზრდაა.