“ბაკურიანის განვითარების სააგენტო” სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას გამართავს

4 ნოემბერს, ბაკურიანში, სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა ითვალისწინებს ბაკურიანის განვითარების პერსპექტივების ერთობლივ განხილვას და მიმდინარე საკითხების გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯების შეთანხმებას.

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა 4 ნოემბერს, 11:15 - 14:00 საათზე, სასტუმრო „კრისტალში“ ჩატარდება.

„ღონისძიებას დაესწრებიან განვითარების სექტორში ჩართული პარტნიორები - საქართველოს მთავრობა, დონორი საზოგადოება, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლების დეცენტრალიზაციის მიმდინარე პოლიტიკის განხორციელების პირველი უპრეცედენტო მაგალითია და რომელიც დგამს პირველ ნაბიჯებს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო დონორ საზოგადოებას, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, ევროპული და სხვა ქვეყნების საელჩოებსა და ასევე, ადგილობრივ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის კუთხით, იმედს იტოვებს, რომ ეს შეხვედრა შექმნის მდგრად საფუძველს სააგენტოს უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად და ბაკურიანის განვითარების მიზნებისთვის მყარი ფინანსური პორტფოლიოს შექმნაში მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა