კა­ხეთ­ში სა­კუ­თა­რი დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს პატიმრობა შეეფარდა

კა­ხეთ­ში სა­კუ­თა­რი დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ გამოაცხადა.

ადვოკატები ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. სახელმწიფო ბრალდებამ კი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. მოთხოვნა საგამოძიებო უწყებამ მიმალვის, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით დაასაბუთა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება ბრალდებულს, პროცესზე მან განმარტა, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, მომხდარი არ ახსოვს.

ცნო­ბის­თვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო