გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბინა გაქურდეს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარლენ ნადირაძის ბინა გაქურდეს. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, რომ ბინიდან წაღებულია მეხსიერების ბარათები.

“როგორც მარლენ ნადირაძემ ჩემთან საუბრისას განაცხადა, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მის ბინაში მაშინ შეაღწიეს, როდესაც თავად ქალაქიდან იყო გასული. მან მითხრა, რომ ქურდობისას წაიღეს რამდენიმე ცალი მეხსიერების ბარათი ე.წ.ფლეშკა. სხვა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა