თეთრიწყაროში, დაბა მანგლისში პეტრე და პავლეს ტაძარში წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი მიაბრძანეს

საქართველოში ათონის მთის კუტლუმუშის მონასტრიდან მონასტრის წინამძღვარმა გერონდა კირილმა წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონში ქართველებისთვის გამორჩეული წმინდანის, წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი თეთრიწყაროში, დაბა მანგლისში მდებარე პეტრე და პავლეს ტაძარს შესწირეს.

მათივე ინფორმაციით, საზეიმო ლიტურგია, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ აღავლინა, რომელმაც ქადაგებით მიმართა მრევლს და აღნიშნა თუ რა დიდი წმინდანი და მეოხია საქართველოსა და ქართველი ერისთვის წმინდა გიორგი.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წირვას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მომლოცველებთან ერთად ესწრებოდა. წირვის დასრულების შემდგომ მრევლს საშუალება მიეცა მოელოცათ და პატივი მიეგოთ წმინდა ნაწილისთვის.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო