მთავრობა ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის სქემას წარადგენს, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში, 1500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს

მთავრობამ ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის სქემა წარადგინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.

„მოგეხსენებათ, მითუმეტეს ომმა, რაც უკრაინაში მიმდინარეობს, გამოაჩინა კიდევ ერთი სირთულე, რაც სახელმწიფოებს აქვთ, ეს არის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს, რა თქმა უნდა, გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურს მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება სჭირდება. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ბოლო რამდენიმე თვე ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც, ეს სქემა, რომელსაც წარმოგიდგენთ, შეთანხმებულია და გავლილი და მას რამდენიმე დღეში ოფიციალური სახე მიეცემა.

მოგეხსენებათ, ბოლო წლები ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა შეჩერებული იყო, ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მეგავატამდე ჰესებზეა გაცემული მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ზოგმა დაიწყო მშენებლობა, ეს კონტრაქტი გაფორმებული არ არის.

მეორე საკითხია ის, რომ ბუნდოვანი იყო ახალი პროექტების ბედიც, ზოგადად ინვესტორებს მეტი სიცხადე სჭირდებოდათ, ამიტომ ახალი სქემა შემდეგია: სახელმწიფოს მხრიდან, ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში, ფასთაშორის სხვაობის ე.წ „სიეფდი“ ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ინვესტორებს შევთავაზებთ. მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის 800 მეგავატი, რაც მე ვთქვი და დიდი პროექტები. ჯამურად, 1500 მეგავატის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით, ამას დაემატება 800 მეგავატის პროექტები და სხვა მსხვილი პროექტები. იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება განხორციელებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა