თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ბათუმის სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაში გაიმარჯვა. გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჟიურის მიერ განხორციელდა.

ამ გამარჯვებით სტადიონი წარდგენილი იქნება მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d'Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება”,- წერს რიჟვაძე.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა და სტადიონის მშენებელმა კომპანია ,,ანაგმა" უძრავიქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 - ოსკარი მოიპოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო