ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ველოგადაადგილების გენერალური გეგმა დამტკიცდა

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის ველოგადაადგილების გენერალური გეგმა დამტკიცდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გეგმა ითვალისწინებს ინტეგრირებული მიდგომების დანერგვას ბათუმის ველომეგობრულ ქალაქად ჩამოყალიბების მიზნით. გეგმის მიზანია ველოსიპედით უსაფრთხოდ, კომფორტულად გადაადგილება.

„გეგმა უზრუნველყოფს ველოსიპედის, როგორც ურბანული ტრანსპორტის სახეობად დანერგვასა და მის ინტეგრაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში. ველოგადაადგილების გენერალური გეგმა მომზადდა მუნიციპალიტეტის, ველომომხმარებელთა ადგილობრივი ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით. გეგმაზე მუშაობის პროცესში გამოყენებულია ველოპოლიტიკის აუდიტის მეთოდოლოგია (BYPAD), რომელიც ბათუმში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში პირველად იქნა გამოყენებული. გეგმა შემუშავებულია რეგიონული პროგრამის „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ (Mobility4Cities) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ. გეგმას ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ