აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, კიდევ ორი პეტიციის განხილვის პროცედურები იწყება

უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა იწყება. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მორიგ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა.

საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა, მარინე გვიანიძემ წარადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადა.

„ბიურომ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით, წამყვან კომიტეტს ახალი ვადა განუსაზღვრა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა წარადგინა.

ბიურომ უმაღლეს საბჭოში შემოსული კიდევ ორი პეტიციის განხილვასთან დაკავშირებით, განსაზღვრა წამყვანი კომიტეტები და განხილვის ვადები. პეტიციებს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის, შესწავლის და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ“ (პეტიციის ავტორი: ნესტან ანანიძე) და „ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ( პეტიციის ავტორი: მაია ქათამაძე), შესაბამისი დარგობრივი კომიტეტები განიხილავენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა