ბათუმში, “USAID Rule of Law Program I USAID” სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პარალეგალთა გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო

ბათუმში, “USAID Rule of Law Program I USAID” სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პარალეგალთა გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება მოძრაობის - „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“, ფარგლებში განხორციელდა.

„პროექტ „პარალეგალების“ მეორე ეტაპის მონაწილეები კვლავ აჭარელი სტუდენტები არიან. პარალეგალები არიან არაიურისტი პირები, რომლებიც შესაბამისი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრებს უძღვებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი, თამარ ონიანი და თამარ ალანია.

„პირველ დღეს გაიმართა კარიერული საუბრები. შეხვედრის ფარგლებში მოსამართლეებმა ისაუბრეს პროფესიული ეთიკის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, განგრძობადი იურიდიული განათლებისა და მოსამართლის როლზე სამართლის უზენაესობის დამკვიდრებაში.

მეორე დღეს ჩატარდა ტრენინგი ქალთა უფლებების შესახებ. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში ძირითადი ყურადღება დაეთმო, ქალთა შრომით უფლებებს, დისკრიმინაციას, ქალთა უფლებებს საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალში და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, სექსუალურ შევიწროებას საჯარო სივრცეში და მისგან დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს