ქუთაისში „ ახალგაზრდული  მრჩეველთა საბჭოს" პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" პრეზენტაცია გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პროგრამას "ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო" სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში ახორციელებდა.

აღნიშნული პროგრამით, შეირჩა და გადამზადდა 20 ახალგაზრდა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში საკვანძო კომპეტენციები განივითარეს და ჩამოაყალიბეს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო.

ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი დაესწრო.

“ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, წელსაც რამდენიმე საინტერესო პროექტი დავაფინანსეთ და მათ შორისაა „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“.

დღეს დავესწარით საბჭოს წარდგენას ფართო საზოგადოებისთვის. ამ პროექტის მონაწილე ახალგაზრდების ხედვა, დამოკიდებულება და იდეები ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენი მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში”, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო