ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფლავაკეში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობას კი კამათი უძღოდა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ზესტაფონში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 პირი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო