ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილს შეხვდა.

გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილიც ესწრებოდა.

„შეხვედრაზე ისაუბრეს გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მომავალ თანამშრომლობაზე სპორტის, კულტურის და განათლების მიმართულებით.

გოჩა ჯავახიშვილი ცნობილი ქართველი დიპლომატია, რომელიც საქართველოს სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთში ცოტა ხნის წინ დაინიშნა. იგი წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტიდანაა.

გოჩა ჯავახიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, უდიდესი წვლილი მიუძღვის ლევილის მამულისა და შატოს საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა