სალომე სამადაშვილი - ამომრჩეველი ელოდება ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ გეგმავს ეს ალტერნატივა შესთავაზოს საზოგადოებას

ამომრჩეველი ელოდება ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ გეგმავს ეს ალტერნატივა შესთავაზოს საზოგადოებას, - ასე ეხმიანება "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ოპოზიციის ერთიანი სიის ფორმირების იდეას.

მისი თქმით, ყველა პროდასავლურ ძალასთან კოორდინაცია მნიშვნელოვანია, თუმცა, „ლელოს“ დღის წესრიგია საკუთარი მხარდამჭერების გაზრდა.

„ლელოს“ დღის წესრიგია პარტიული გაძლიერება და მხარდამჭერების გაზრდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ალტერნატივას ელოდება დღეს დიდი რაოდენობით ჩვენი თანამოქალაქე, იმ ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნება“ და არც "ნაციონალური მოძრაობა". „ლელო“ გეგმავს, რომ მსგავსი ალტერნატივა შესთავაზოს ამომრჩეველს", - განაცხადა სამადაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა არასაპარლამენტო ოპოზიციაში არსებულ მოსაზრებას, რომ პარლამენტში მუშაობა არაეფექტურია, ასევე ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ამის თაობაზე და აღნიშნა, რომ პარლამენტის დატოვება დასავლელ პარტნიორებთან ოპოზიციის ურთიერთობებს საგრძნობლად დააზიანებს.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა მხოლოდ 3 პროცენტი ემხრობა.

"ძალიან მცდარია ყველას მოსაზრება, რომ ოპოზიცია აქ ზის "ქართულ ოცნებასთან" ერთად. ოპოზიცია აქ წარმოადგენს ამომრჩეველს, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მის მიერ არჩეული დეპუტაცია პარლამენტში უნდა საქმიანობდეს. ყველას ვურჩევ, გაეცნოს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას და ნახოს, რომ გამოკითხულთა, ანუ ქართველი ამომრჩველის მხოლოდ 3 პროცენტს მიაჩნია, რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვება არის მიზანშეწონილი. 97 პროცენტს მიაჩნია, რომ პარლამენტის საქმიანობა მნიშვნელოვანია. ამ წუთას, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელშიც ვართ, გაუგებარია, რა შედეგს მოიტანს პარლამენტის დატოვება, მომავალში რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახავთ როგორ განვითარდება და რა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან პარტიებმა, მაგრამ ყველა ვინც მოუწოდებს, რომ დატოვონ პარტიებმა პარლამენტი უნდა ახსნას, რა შედეგები მოჰყვება ამას, მე შემიძლია გითხრათ, რომ ამას მოჰყვება დასავლელ პარტნიორებთან ოპოზიციის ურთიერთობების საგრძნობი გაუარესება,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით