ნიკა მელია - 12 პუნქტის შესრულებას დღის სინათლე არ უწერია - ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი ივანიშვილია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ბარიერია ევროინტეგრაციის გზაზე

12 პუნქტის შესრულებას დღის სინათლე არ უწერია- ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ბარიერია ევროინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ წევრებს სჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი და არა ოლიგარქი. მისივე თქმით, ეცდებიან რომ „ბიძინა ივანიშვილს ცივი ნიავი არ გააკარონ“.

„ ჩემი დაკვირვებით, არ არიან ჩამოყალიბებულები, რომ მიიღონ თუნდაც ის კანონი, რომელიც უკრაინელებისგან აქვთ გადმოტანილი, რაც ჩვენს რეალურ კონტექსტს არ ერგება.

ის, რომ ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი სათვალავშიც კი არ თვლის, როგორც ოლიგარქს, ეს გაცხადებულია. ბუნებრივია, მათ მართლაც სჯერათ, ან უნდათ დაიჯერონ, რომ იგი არის მეცენატი და არა ოლიგარქი. იქ, სადაც „ქართული ოცნების“ სახით პარლამენტში უმრავლესობაა, ბუნებრივია, ისინი ამ ეტაპზე ცივ ნიავსაც არ გააკარებენ ამ თვალსაზრისით.

ჩვენი კოლეგები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტრასბურგში ინფორმირებულები არიან, რომ 12 პუნქტიდან არცერთი პუნქტის შესრულებას არ აპირებენ. არცერთი საერთაშორისო პარტნიორის რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ. 12 პუნქტის შესრულებას დღის სინათლე არ უწერია, ეს არის გამორიცხული რუსული ოლიგარქიული მმართველობის პირობებში.

ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი. ოლიგარქი, რომელსაც აქვს არა უდიდესი გავლენა „ქართული ოცნების“ მართვის სადავეებზე, არამედ თავიდან ბოლომდე კონტროლი. მთელმა ცივილურმა სამყარომ იცის, განსაკუთრებულად, ყველა ქომაგმა ჩვენი ქვეყნის, რომ ერთადერთი ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბარიერია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის “,- აღნიშნავს მელია.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა