რომან გოცირიძე - გიორგი მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, როცა ჩაგრავდნენ, მას რომ პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა, ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე საუბარი

ვინც ამბობს, პარლამენტის წევრის მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში ჩვენს პარტნიორებს სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდება - სასაცილოა ეს ყველაფერი! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ვიღაცებს კერძო პარტიული ინტერესი აქვთ, რადგან თავად პარლამენტში არ არიან და არ აწყობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 30 კაცით იყოს წარმოდგენილი.

„მათ ურჩევნიათ ვიყოთ ქუჩაში, რათა საერთაშორისო ურთიერთობებს მოვწყდეთ. თუკი დეპუტატის სტატუსი არა გაქვს, არც ერთი კონგრესმენი არ შეგხვდება და არც პარტნიორები დაიჭერენ ურთიერთობას. არჩევნები მოვიდა - სჯობს, არჩევნებისთვის მოვემზადოთ და მინიმალური რესურსები რაც გვაქვს, ის გამოვიყენოთ. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო - მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, მაშინ ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე დღეს საუბარი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა