აშშ უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის, რომელიც HIMARS-ისთვის დამატებით საბრძოლო მასალას მოიცავს

უკრაინა შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს, - ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია საბრძოლო მასალისა და სხვა საშუალებების შესახებ, რომლის საერთო ღირებულება 275 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კერძოდ, პაკეტში შედის: დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის, მაღალი სიზუსტის 155 მმ-იანი 500 საარტილერიო ჭურვი, 1300-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, 125 ერთეული Humvee-ს ჯავშანმანქანა, 4 ანტენა სატელიტური კავშირგაბმულობისთვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა