გიგა ბოკერია - ივანიშვილმა რაიმე ბუნდოვანების შესაქმნელად გვარამია რომც გაუშვას, გაგვიხარდება, თუმცა ეს პოლიტიკური დევნის პრობლემას არ შეცვლის

თუ სააპელაციო სასამართლომ ბუნდოვანების შესაქმნელად მიიღო სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება, გაგვიხარდება, რომ კონკრეტული პოლიტიკური პატიმარი თავისუფალი იქნება, მაგრამ ეს არ შეცვლის ქვეყნის დიდ პრობლემას, რომ გვყავს ოლიგარქი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს და შეუძლია ასეთ უტიფარ საქმეზე ადამიანის დაჭერა, სანამ ძალაუფლება აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხვალ სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების ჩანიშვნას.

როგორც ბოკერია აცხადებს, თუ აღნიშნულ საქმეს ზედაპირულად შევხედავთ, ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიაა, რომ გვარამია არ უნდა გაუშვას.

„მე ან ჩემ გარშემო ადამიანებს არ გვაქვს არანაირი დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, არსებობს თუ არა რაიმე, უკვე მიღებული გადაწყვეტილება, ან მიიღებს თუ არა რაიმე განსხვავებულ გადაწყვეტილებას. ზედაპირზე რომ შევხედოთ იმას, რისთვისაც [ბიძინა ივანიშვილმა] ეს უტიფარი საქმე გააკეთა (ძალის დემონსტრირებისთვის, რომ ასეც ბოდვაზეც კი შემიძლია ადამიანის დაჭერაო), მაშინ თითქოს არ უნდა გაუშვას და ეს მისი სტრატეგიაა“,- განაცხადა ბოკერიამ, რომლის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკა გვარამიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზეა ჩანიშნული. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი