რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ნინო ლაცაბიძემ, სტუმრებს რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, პროექტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, რეფორმების შედეგად, მუნიციპალური სერვისები მოქალაქეებზე უფრო მეტად მორგებული და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ეკოლოგია და უსაფრთხოება.

რუსთავის მერი ქალაქის ურბანული განვითარების ახალ გეგმასაც შეეხო და ხაზი გაუსვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას ისეთ პროექტებზე, რომლებიც მოსახლეობას გრძელვადიან პერსპექტივაში მოუგვარებს კონკრეტულ პრობლემას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა