სასამართლომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე აღკვეთის სახით გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ოქტომბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფლავაკეში დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
























