მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში ღონისძიება - „მოსავლის თვე თამარისში" გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სხვადასხვა კულტურული აქტივობა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სოფელ თამარისში ღონისძიება - „მოსავლის თვე თამარისში" გაიმართა.

„მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა/გაყიდვა, საბავშვო აქტივობები და შემეცნებითი თამაშები.

ღონისძიების ფარგლებში თოჯინების სპექტაკლის „ლუნა და ციცინათელების პლანეტას“ ჩვენება შედგა, რომელსაც გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, მარნეულის მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი და თემურ შუბითიძე, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება