ფარხატ მამედოვი - სოჭის შეხვედრა იყო რუსეთის მცდელობა აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებებში აღედგინა დაკარგული ლიდერობა, თუმცა მიიღო პუტინ-ალიევ-ფაშიანიანის არაფრის მთქმელი და არავისთვის არაფრის მიმცემი განცხადება

სოჭში პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერის შეხვედრის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორს ფარხატ მამედოვს ესაუბრა.

- ბატონო ფარხატ, სოჭში პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა.

გავეცანით ერთობლივ კომუნიკეს, თვისობრივად ახალი ვერაფერი ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები სოჭში გამართული შეხვედრის შედეგებზე?

- მომსწრე გავხდით რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რიგით მეოთხე შეთანხმების ხელმოწერის. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ხელმოწერილ შეთანხმებებში შეინიშნება გარკვეული ევოლუცია კონკრეტიკიდან უფრო ზოგად და უკბილო ფრაზებამდე. მეტიც, არაფერი კონკრეტული ამ განცხადებებში არაა და ამ განცხადებით არც არაფერი წყდება, საუბარია მხოლოდ განზრახულობებზე.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმებებით ახლა კრემლი ცდილობს დაეწიოს ევროპელი პარტნიორების შუამავლობით აზერბაიჯან-სომხეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებებსა და განცხადებებს.

რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმებებით ახლა კრემლი ცდილობს დაეწიოს ევროპელი პარტნიორების შუამავლობით აზერბაიჯან-სომხეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებებსა და განცხადებებს

განსაკუთრებით ეს ეხება შეთანხმების იმ პუნქტს, რომელიც მხარეების მიერ ერთმანეთის სუვერენიტეტის ცნობასა და აღიარებას ეხება. ასევე იმ პუნქტებს, რომლებიც ეფუძნება გაეროს წესდებას და 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციას. ეს ჯერ მოხდა პრაღაში, ევროკავშირის შუამავლობით, ახლა მათ ასახვა პოვეს რუსეთის შუამავლობით შექმნილ დოკუმენტში.

აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არც ამ შეთანხმებაში არ ყოფილიყო ყარაბაღი ნახსენები. მართლაც ამაზე ტექსტში საუბარი საერთოდ არაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფზე აღარავინ საუბრობს მიუხედავად იმისა, რომ მასში აშშ და საფრანგეთი შედიოდნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ სოჭის შეხვედრის წინ ვალდაის ფორუმზე, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია აქტიურად საუბრობდა აზერბაიჯანზე და იმაზე, სავარაუდოდ, როგორი იქნებოდა ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატი, ბაქოში იყო მოლოდინი, რომ კრემლს ეს თემა აინტერესებდა.

სოჭის შეთანხმებაში ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობოები ერთხელაა ნახსენები იმ კონტექსტში, რომ ისინი ამ რეგიონში უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას. იყო მოლოდინი, რომ რუსეთი მოისურვებდა ყარაბაღში მდგომი რუსი სამშვიდობოებისთვის მანდატის ვადის გაგრძელებას. რეალურად იყო ამის მცდელობა, მაგრამ მოვლენათა ასეთ განვითარებაზე აზერბაიჯანმა უარი თქვა.

იყო მოლოდინი, რომ რუსეთი მოისურვებდა ყარაბაღში მდგომი რუსი სამშვიდობოებისთვის მანდატის ვადის გაგრძელებას. რეალურად იყო ამის მცდელობა, მაგრამ მოვლენათა ასეთ განვითარებაზე აზერბაიჯანმა უარი თქვა

შემაჯამებელ კონფერენციაზე ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების მომავალზე პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ეს საკითხი დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ როგორ წინ წაიწევდა დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე.

ეს ძალიან საინტერესო გზავნილი იყო, რადგან ვითარებაში, როცა ლაჩინის კორიდორი ღიაა, რუს სამშვიდობოებს პოლიტიკური ფუნქცია აქვთ. ტექნიკურიც აქვთ, მაგრამ, ახლა უფრო მნიშვნელოვანი მათი პოლიტიკური ფუნქციაა.

მას შემდეგ რაც მხარეები ხელს მოაწერენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, განსაზღვრავენ დელიმიტაცია-დემარკაციის მეთოდოლოგიას, აზერბაიჯანი ლაჩინის კორიდორის შესასვლელსა და გამოსასვლელში დააყენებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს.

ამის შემდეგ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების პოლიტიკური ფუნქცია დაეკარგება და დარჩება მხოლოდ ტექნიკური ფუნქცია. მათი ამგვარი ფუნქცია განსაზღვრულია 2025 წლამდე.

- ბაქოში და ერევანში არ გამორიცხავდნენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების წლის ბოლომდე ხელმოწერას.

ბოლო ჩვენი საუბრისას გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ ამ შეთანხმების შეუთანხმებელ საკითხებზე მხარეთა ექსპერტები და დიპლომატები მოლაპარაკებებს გამართავდნენ თბილისში. მეტიც, არ გამოირიცხებოდა, რომ ხელმოწერა შესაძლოა გამართულიყო თბილისში.

სოჭში გამართული შეხვედრის შემდე ძალაში რჩება პრეზიდენტ ალიევის ინიციატივა აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის კონსულტაციების თბილისში გამართვის შესახებ? სოჭის შეხვედრის შემდეგ რას უნდა ველოდოთ ოფიციალური ბაქოსაგან?

- აზერბაიჯან-სომხეთს შორის მოლაპარაკებები ბრიუსელის ფორმატში გაგრძელდება. ნოემბერში დაგეგმილია მხარეთა დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების შეხვედრა ბრიუსელში. ასევე გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ნოემბრის შუა რიცხვებში, ან ნოემბრის ბოლოს დაგეგმილია ქვეყნების ლიდერების შეხვედრა. ანუ, სოჭის შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები ბრიუსელის ფორმატში გაგრძელდება.

სოჭის შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები ბრიუსელის ფორმატში გაგრძელდება

რაც შეეხება პრეზიდენტ ალიევის ინიციატივას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის შექმნის შესახებ. ამაზე პასუხი სომხეთმა უნდა გასცეს, რადგან სამხრივი თბილისის პლატფორმა სომხეთის მონაწილეობის გარეშე არანაირად არ გამოვა.

- თუ სწორად მახსოვს, ამ თემაზე ერევანს ჰქონდა დადებითი რეაქცია...

- ერევანმა ამ თემაზე ოფიციალურად უნდა განაცხადოს და კარგი იქნება თუ სავარაუდოდ, მათთვის ხელსაყრელ ვადებსაც დაასახელებს. ვიმეორებ, აზერბაიჯანი მომხრეა რომ სამხრეთ კავკასიის პრობლემები სამხრეთ კავკასაიში გადაწყდეს.

- ვითარებაში როცა, ევროკავშირის შუამავლობით აზერბაიაჯანი და სომხეთი ეტაპობრივად თანხმდებოდენენ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწრაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაუგებარი იყო გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების სოჭში მიწვევაზე.

რისი თქმა უნდოდა პრეზიდენტს პუტინს ალიევისა და ფაშინიანის სოჭში მიწვევით?

- უკანასკნელი ერთ წელწადში რუსეთმა აზერბაიჯან-სომხეთს შორის კონფლქიტის მომგვარებლის ლიდერეობა დაკარგა, სოჭის ბოლო შეხვედრა გახლდათ მცდელობა რუსეთს აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებებში დაკარგული ლიდერობა აღედგინა.

- შედეგად მიიღო ის, რაც უნდოდა?

- შედეგად მიიღო პუტინ-ალიევ-ფაშიანაინის არაფრის მთქმელი და არავისთვის არაფრის მიმცემი უკბილო განცხადება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა