გიორგი ბახტურიძე - აკრძალვის მიუხედავად, სკოლის შიდა და გარე ტერიტორიებზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის ან მოხმარების შემთხვევები მაინც ფიქსირდება

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, აკრძალვის მიუხედავად, სკოლის შიდა და გარე ტერიტორიებზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის, ან მოხმარების შემთხვევები მაინც ფიქსირდება

როგორც გიორგი ბახტურიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, 300 სკოლა შემოწმდა, საიდანაც 3 დაწესებულებაში დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი. ამასთან, განმარტავს, რომ ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი ბოლო 1 წელში, არასრულწლოვანებში ელექტრონული სიგარეტის გამოყენება გაიზარდა.

„2016 და 2019 წელს ჩატარებული კვლევებით, ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარების კუთხით კლება გვაქვს. თუ 16 წლის მოზარდებს შორის თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი 18% იყო, ახლა 12% არის. ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბოლო 1 წელში, არასრულწლოვანებში ელექტრონული სიგარეტის გამოყენება გაიზარდა. რაღა თქმა უნდა, ელექტრონული სიგარეტის იმპორტიც გაიზარდა. ლაპარაკია ერთჯერად ჩინურ ელექტრონულ სიგარეტზე. მარკეტინგულად, დიზაინიც ახალგაზრდებზეა გათვლილი, ზოგს ფანქრის ზომა აქვს, ზოგსაც მეხსიერების ბარათის.

დრო და დრო, სკოლების დირექციებიდან მოგვმართავენ, მშობლები პროტესტს გამოხატავენ, როდესაც სკოლის ტერიტორიაზე ელექტრონული სიგარეტის გამოყენებას ვუკრძალავთო. მშობლები ხელს უწყობენ უარყოფით პროცესს, რაც სერიოზული პრობლემა და დასჯადი ქმედებაა. მოგეხსენებათ, ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი 2018 წლიდან შევიდა თამბაქოს პროდუქტების ჩამონათვალში და შესაბამისად მათზე ყველა საკანონმდებლო რეგულაცია ვრცელდება.

თუ არასრულწლოვანი მოწევს იქ, სადაც აკრძალულია, მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ჩვენ მოვუწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ამ კუთხით გააქტიურდეს. აღნიშნული დარღვევების დაფიქსირებისას, მათ ინფორმაციას ვაწვდით.

რაც შეეხება აკრძალულ ტერიტორიებზე მოწევას, პანდემიის დროს დარღვევები შემცირებული 0.7%-მდე შემცირდა, ახლა გაზრდილია 1%-მდე. დიდი რაოდენობით არა, მაგრამ დარღვევები მაინც ფიქსირდება. გასულ წელს 47 შემთხვევა აღირიცხა, სადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულ ადგილზე დაფიქსირდა, წელს დარღვევებმა უკვე 65 შემთხვევას გადააჭარბა.

პანდემიის რეგულაციების მოხსნის შემდეგ, როდესაც ობიექტები გაიხსნა, დარღვევების ალბათობაც გაიზარდა. მათ შორის, სკოლის ტერიტორიაზეც. 300 შემოწმებული სკოლიდან სამში დაფიქსირდა დარღვევის ფაქტი. არადა, კანონი კრძალავს არამხოლოდ სკოლაში, სკოლის ტერიტორიაზე მოწევასაც.

ხელისუფლებასთან განიხილება ელექტრონული სიგარეტის სითხეების დაბეგვრის მნიშვნელოვნად გაზრდის საკითხი, რათა ერთი ტიპის ლეტალური პროდუქტი მეორეთი არ ჩანაცვლდეს და თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი მიუწვდომელი იყოს ბავშვებისთვის“, - აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო