აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დამეწყრილ ტერიტორიებზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში დამეწყრილ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, ამ დროისათვის საავტომობილო მოძრაობა არცერთი მიმართულებით შეზღუდული არ არის.

“აჭარის მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, მთელი ღამის განმავლობაში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა ყველა მუნიციპალიტეტში დამეწყრილი გზების გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებდა. ძირითად მიმართულებებზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო დარჩენილი მონაკვეთების გაწმენდა ეტაპობრივად განხორციელდება. საავტომობილო მოძრაობა არცერთი მიმართულებით შეზღუდული არ არის”, - აცხადებენ უწყებაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს